გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ევროპის უნივერსიტეტში საბავშვო სივრცის შექმნას, ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს

ევროპის უნივერსიტეტში თანამშრომლების და სტუდენტების მცირეწლოვანი შვილებისთვის საბავშვო სივრცე შეიქმნა.

აღნიშნულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ეხმაურება და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი არადისტანციურ რეჟიმს დაუბრუნდება და უსაფრთხოების წესებითაც ბავშვების მიყვანა შესაძლებელი გახდება, მოზარდები საბავშვო ოთახებში გაერთობიან იქამდე, ვიდრე მშობლები იმუშავებენ ან ისწავლიან.

ევროპის უნივერსიტეტი ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და საბავშვო სივრცეც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა