დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მისი მხრიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ წასვლა, არა ამბოხება არამედ, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იყო

"ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე მისი მხრიდან ამბოხებად არ მიიჩნევს იმას, რომ 2019 წლის ნოემბერში პროპორციულ საარჩევნო მოდელს მხარი არ დაუჭირა.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციამდე განუცხადა, მაშინ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს არ იყო ამბოხება, ეს იყო სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. "ქართულ ოცნებას" ამ დრომდე არცერთი არჩევნები არ წაუგია და ამ არჩევნებსაც არ წააგებს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება იქნება. ამის თქმის საშუალებას ძალიან ბევრი რამ მაძლევს. ის საქმეები, რაც ამ დრომდე გაკეთდა. "ქართულ ოცნებას" შესწევს უნარი, რომ დაძლიოს პრობლემა და ის, რომ ოპოზიციური სპექტრი ძალიან სუსტია", -განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 22-ე ნომრად არის წარმოდგენილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს