ბიძინა ივანიშვილი - მტკიცედ გვწამს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ - ჩვენი მმართველობის დროს განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, განათლების სფეროში მმართველი გუნდის მიერ გაწეული ხარჯები გასამმაგებულია.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„ ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ და სწორედ ამიტომ, ჩვენი მმართველობის დროს განათლების სფეროში გასამმაგებულია ხარჯები.

შედარებისთვის, 2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი.

ჩვენ გავაორმაგეთ მასწავლებელთა ხელფასები და დღეს 400 ლარის ნაცვლად, კვალიფიციური მასწავლებლების ანაზღაურება, 1000 ლარს აღემატება.

განათლების უპრეცედენტო რეფორმის ფარგლებში, ვაგრძელებთ ახალი სკოლების მშენებლობას, არსებულის რეაბილიტაციას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მათ აღჭურვას.

ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები და შევქმენით დამატებითი მოტივაცია სკოლებში, განსაკუთრებით, რეგიონებისა და მთის სკოლებში პედაგოგთა ახალი თაობის მოსაზიდად“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა