არჩილ თალაკვაძე - ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე!

დღეს, კიდევ ერთხელ, გაცხადდა, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორი პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე საქართველო დღეს, დასავლეთისთვის კიდევ უფრო საიმედო პარტნიორია.

,,ჩვენ გვაქვს მტკიცე ურთიერთობები ჩვენს მეგობრებთან და საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რათა გაწევრიანდეს ნატო-ში.

ასევე, საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში. ეს საქმე გაგრძელდება, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და განახლებულ სიაში წარდგენილი გვყავს ძალიან გამოცდილი ადამიანები.

გვესმის ძალიან კარგად, რომ არაერთი ადამიანი რჩება უმუშევრობასთან პირისპირ, მათ სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება და ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში.

მინდა მადლობა , გადავუხადო ყველა ჩვენს თანაგუნდელს, ვინც მეცხრე მოწვევის პარლამენტში იმუშავა, ისინი მომავალშიც ღირსეულ პოზიციებს დაიკავებენ სხვადასხვა სექტორში და ერთად განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის განვითარებისათვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა