მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს - “ბოროტსა სძლია კეთილმა”- ამას ვასწავლით 9 საუკუნის წინანდელს და ჩვენ რომ 9-წლიანი რეჟიმი გავიხსენოთ შედარებისთვის, ამაში ხედავთ პრობლემას?

“ბოროტსა სძლია კეთილმა”- ამას ვასწავლით 9 საუკუნის წინანდელს და ჩვენ რომ 9-წლიანი რეჟიმი გავიხსენოთ შედარებისთვის, ამაში ხედავთ პრობლემას?”- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ ახსენებენ “ქართული ოცნების” ლიდერები ხშირად წინა ხელისუფლებას.

მდინარაძის თქმით, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის.

“ჩვენ თუ ჩვენს შვილებს ვზრდით იმაზე, რომ კარგი და ცუდი გაარჩიონ ერთმანეთისგან, ასევე ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს გუშინდელი ძალიან ცუდი წარსულის გარჩევა დღევანდელი კარგი აწმყოსაგან და კარგი მომავლისაგან და უნდა გააკეთოს არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის, სიმართლესა და ტყუილს შორის და თქვენ ნუ აგვიკრძალავთ ამას, ძალიან გთხოვთ”,- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიას, მდინარაძის შეფასებით, სია შედგება პოლიტიკოსებისგან, რომლებიც წარსულთან და ბოროტებასთან ასოცირდებიან.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული დაძაბულობა იყო “ნაცმოძრაობის” კლასტერში, ვერ იყოფდნენ ადგილებს. მათ კარგად იციან, რომ დაახლოებით 10-დან 15 მანდატამდეა მათიმაქსიმუმი საუკეთესო შემთხვევაში. ამ 10-15-კაციან სიაში მოხვედრისთვის დიდი ორთაბრძოლები იყო და ამიტომ ბოლო წუთამდე ძლივს წარადგინეს სია. რაც შეეხება სიის პირველ ნომერს, ამასთან დაკავშირებით მე არაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ მათ რეალურად დღეს არ ჰყავთ ლიდერი პოლიტიკოსი, რომელსაც ისინი ჩასვამდნენ საარჩევნო სიის პირველ ნომრად. დანარჩენი მერე იყოს, დანარჩებზე საუბარი შეგვიძლია ძალიან ბევრჯერ. მათი სიის 90% არის გაჯერებული პოლიტიკოსებით, რომლებიც ასოცირდებიან წარსულთან და ბოროტებასთან. ეს არის “ნაცმოძრაობის” საფირმო და სამარკო ნიშანი”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს