ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, სოფელ სატეხიაში ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომობილი წაიღო

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომობილი წაიღო.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, მიმდინარეობს ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა, ერთმა მანქანიდან გადმოსვლა შეძლო, მეორე კი გაუჩინარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხელვაჩაურის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტში 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა. ერგესთან დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასის გამო, გადაადგილება შეფერხებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარაში უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის, 30 - მდე გამოძახება ფიქსირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო