„ჯივიპი“ 2 ოქტომბერს, სამგორის რაიონში, ნაკადულის 1-ელ  გასასვლელში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწინებით აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,ჯივიპი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ სამგორის რაიონში, ნაკადულის 1-ელ გასასვლელში წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 200 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყო.

,, „ჯივიპიმ“ სარეაბილიტაციო პროეტში 40 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ხვალ, 2 ოქტომბერს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოები განხორციელდება. მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 ოქტომბერს, ღამის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ნაკადულის, საფერავის, გაბრიელ სალოსის, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს. მოსკოვის გამზირის ნაწილს, გარდაბნის გზატკეცილს, წმ. ბარბარეს და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში: გორგასლის ქუჩის და რუსთავის გზატკეცილის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა