ადგილობრივების ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში 5 ადამიანია მოყოლილი

ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილ მეწყერის ქვეშ დაახლოებით ხუთი ადამიანი არის მოყოლილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დამეწყრილ საცხოვრებელ სახლში ოჯახის ყველა წევრი, 3 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერი ქვეშ სახლთან მიმავალ გზაზე ავტომობილიც მოყვა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა.

"მიწის დიდი მასა ჩამოწვა, სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა, ასევე სამანქანო გზაზე მოძრავი მანქანა იმყოფებოდა, რომელიც მეწყერში მოყვა. ავტომობილში 2 პირი იმყოფებოდა.

სულ 5 ადამიანი არის მოყოლილი", - აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე სამაშველო სამსახურები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სტიქიის ზონაში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო