დონალდ ტრამპი - საშინელებაა, მე და პირველი ლედი კარანტინის პროცესს ვიწყებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი კარანტინში გადადიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად წერს.

"ჰოუფ ჰიქსს, რომელიც შეუსვენებლად მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. საშინელებაა! მე და პირველი ლედი ტესტების პასუხს ველოდებით, მანამდე კი კარანტინის პროცესს ვიწყებთ," - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჰოუფ ჰიქსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჰოუფ ჰიქსი, სხვა უფროს თანაშემწეებთან ერთად, სამშაბათს დონალდ ტრამპს ოჰაიოში ახლდა, სადაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან დებატები გამართა. ოთხშაბათს კი ჰიქსი პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა მინესოტაშიც, სადაც წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო