შსს კახეთში, 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს კახეთში, 5 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანის ძალადობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული ა.ა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებული სოფელ უზუნთალის მიმდებარედ არსებულ ტყეში მიიმალა.

"2019 წლის 5 ივლისს, 58 წლის ა.ა. პოლიციამ არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და ა.ა.

დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ჩადენილი დანაშაულისთვის სააპელაციო სასამართლომ ა.ა.-ს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა