სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავის და უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ იუწყება

სამხედრო მოქმედებები ფრონტი ხაზის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, ოპერატიული-საბრძოლო სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, -ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გუშინ სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 სექტემბრიდან, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, აზერბაჯანულმა მხარემ დაახლოებით 1300 ჯარისკაცი, 95 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 შვეულმფრენი, 181 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 5 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 Smerch-ის ტიპისა და 3 TOS1A-ს ტიპის მძიმე საარტილერიო სისტემები დაკარგა.

იხილეთ ვიდეო: განადგურებულია აზერბაიჯანის საბრძოლო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა