მარიამ ქვრივიშვილი - სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა

პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო წარსდგება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin 2023, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიზნობრივ სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის უფრო მეტად განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, გასამმაგდა სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა. მისი თქმით, მიზნობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების ხელმისაწვდომობით, 2014 წლიდან გადამზადდა 8 000-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, გაუმჯობესდა მომსახურების დონე და მოსახლეობამ შეიძინა ახალი პროფესიები ტურიზმის სექტორში დასაქმებისთვის.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიული, ღვინის, ეკო, სამედიცინო, ბალნეო, საქმიანი და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ოთხჯერ გაიზარდა მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოს აეროპორტებში, გაიზარდა საქართველოში მოქმედი და ოპერირებადი ავიაკომპანიების რაოდენობა და შესაბამისად გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი მიმართულებების კუთხით. შედეგად, მოხდა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენი ინდუსტრიის მდგრადი განვითარება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომდევნო წლებში გაფართოვდება როგორც ბათუმის აეროპორტის, ასევე ქუთაისის აეროპორტის ტერმინალები. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის ფართობი ხუთჯერ გაიზრდება, ხოლო მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობა გაოთხმაგდება.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!