ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსისთვის სანქციების დაწესების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. „გადავწყვიტეთ, სანქციების დაწესება. მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ის, რაზეც რამდენიმე კვირის წინ შევთანხმდით და ამ გზით გავაგზავნოთ მესიჯი იმის შესახებ, რომ ჩვენ სანდოები ვართ,“- განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ.

სანქციების დაწესების საკითხზე შეთანხმების მიღწევას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც მიესალმა და აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს მხარდამჭერების წინააღმდეგ სანქციების დაწესება „ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია.“

ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღეს, თუმცა კვიპროსის პოზიციის გამო, რომელიც სანაცვლოდ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა, შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. წუხელ გამართული სამიტის დროს ევროკავშირმა ანკარა შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში „პროვოკაციები და ზეწოლა“ შეწყვიტოს, რის შემდეგაც კვიპროსი ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას დათანხმდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა