მარინა ენდელაძე - თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს, ის არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს და არც არავის

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს, აღნიშნული საკითხი კი აღარ უნდა განიხილებოდეს.

მარინა ენდელაძის თქმით, თენგიზ ცერცვაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„ ჩემთვის არასდროს არ იყო ცნობილი, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. თენგიზ ცერცვაძე მუდმივად მძიმე, დატვირთულ რეჟიმშია, ჩველებრივ რეჟიმში ვმუშაობთ ყოველდღიური კონსილიუმები, თათბირები.... თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ის არ უღალატებს არც ქვეყანას, არც კოვიდინფიცირებულებს და არც არავის. ეს საკითხი აღარ არის განსახილვევლი“,-განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

მოგვიანებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პრესსამსახურმა განცხადება გააკეთა, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა