ერთი წლის განმავლობაში პურპროდუქტები 8.7%-ით, ხორცი 5.7%-ით, რძის ნაწარმი 6.1%-ით გაძვირდა

ერთი წლის განმავლობაში პურპროდუქტები 8.7%-ით, ხორცი 5.7%-ით, რძის ნაწარმი 6.1%-ით გაძვირდა. “საქსტატი” სექტემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის თანახმად, სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

“საქსტატის” მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.97 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 პროცენტი), თევზეული (11.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.1 პროცენტი).

ამასთან, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (9.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ჯგუფში - ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო დაფიქსირდა ფასების 8.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.3 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი).

ჯგუფში - სხვადასხვა საქონელი და მომსახურება, ფასები მომატებულია 9.1 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (30.3 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (13.0 პროცენტი).

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო