გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასულწლოვნის სასამართლო პროცესზე სატელეფონო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ნუსხას გამოიკვლევენ

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არარულწლოვნის სასამართლო პროცესზე სატელეფონო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ნუსხას გამოიკვლევენ. როგორც საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა სხდომის დაწყებამდე მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მტკიცებულება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ბრალდებულების გადაადგილებას ასახავს.

გუგუტიშვილის განმარტებითვე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა, ბრალდებულებიც დაიკითხონ, თუკი, მათ ამის სურვილი ექნებათ.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება გამომძიებელი, ასევე ბრალდების მხარე გეგმავს გამოიკვლიოს საქმეზე არსებული სატელეფონო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, მათ შორის ანძების მითითებით, რაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ეს პირდაპირ ასახავს ბრალდებულების და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გადაადგილების მიმართულებას როგორც მცხეთიდან თბილისის, ასევე თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და შემდეგ უკან დაბრუნებას. ასევე, ბრალდებულების პოზიციას მოვისმენთ, სურთ თუ არა მათ ჩვენების მიცემა. სხვა ეპიზოდზე ბრალდებულებმა სასამართლოში დააფიქსირეს უკვე პოზიცია, რომ ისინი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ, მხოლოდ არჩილ გაგნიძეა, რომელმაც განაცხადა, რომ როგორც დაცვის მხარის მოწმე, ისე დაიკითხება სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა გუგუტიშვილმა. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასულწლოვნის სასამართლო პროცესზე სატელეფონო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალურ ნუსხას გამოიკვლევენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს