სერგი კაპანაძე - ივანიშვილს თვითონ ჰყავს გუნდში ის ადამიანები, ვინც ქვემეხებით ანგრევდნენ რუსთაველს

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ 8 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა არათუ რაიმე გააკეთა, რომ სიღარიბე შემცირებულიყო, პირიქით, სიღარიბე გაიზარდა. არათუ რამე გააკეთა, რომ ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო, პირიქით. ეს 8 წელი მხოლოდ წინა 9 წელზე საუბარში გაატარა - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილს თვითონ ჰყავს თავის გუნდში ის ადამიანები, ვინც ქვემეხებით ანგრევდნენ რუსთაველს.

„სიღარიბე ობიექტური რეალობა შეიძლება იყოს, მაგრამ მან რა გააკეთა იმისთვის, რომ სიღარიბე ყოფილიყო დაძლეული? ეს არის მთავარი კითხვა. მარტივია გამოსავალი, ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილი სიღარიბეს ვეღარ დაძლევს. არ იცის როგორ გააკეთოს, განსახვავებით „ევროპული საქართველოსგან, რომელსაც კონკრეტული გეგმა აქვს გარდამტეხი ცვლილებები როგორ მოახდეს, მათ შორის სიღარიბე როგორ დაიძლიოს, საშუალო ხელფასმა როგორ აიწიოს 2000 ლარამდე, 100 ათასი სამუშაო ადგილი როგორ შეიქმნას, გადასახადები როგორ შემცირდეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოვითხოვდით, რომ გადასახადები შეემცირებინა, რომ ხალხს მეტი ფული დარჩენოდა და კატეგორიულ უარს ვიღებდით. ახლა რაც უნდა აბრალოს ეს 9 წელს და ქვემეხებს რუსთაველზე, ყველამ კარგად გაიგო რომ თავი და თავი არის თვითონ მილიარდერი ივანიშვილი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა,რომ უსამართლო კრიტიკას ვერ მიიღებს ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო