მამუკა არეშეძე - თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს

თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, ასეთ დროს, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს; ეს უკვე ნიშნავს რუსეთთან კონფრონტაციას და ამ სცენარში საქართველო ძალიან ცუდად იქნება ჩართული, - ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ომში ჩართულმა ქვეყნებმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობა მოინდომონ.

„უფრო რბილი თემა, მაგრამ არანაკლებ კატასტროფული, ეს არის რეგიონის ეკონომიკური კოლაფსი, ეს არის საინვესტიციო გარემოს პრაქტიკულად შეჩერება, ეკონომიკური აქტივობის შემცირება. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ვართ მიბმული აზერბაიჯანის და თურქეთის ეკონომიკაზე, რაც ნიშნავს ჰუმანიტარულ კატასტროფას იმიტომ, რომ დევნილები აუცილებლად იქნებიან. ასევე, სომხეთის მომარაგება სურსათით ძალიან რთული იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ომში ჩართულმა ქვეყნებმა საქართველოს ტერიტორიაზე მოინდომონ ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობა, ენერგოკორიდორების წინააღმდეგ. სცენარი ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასავლეთის პოზიციამ უნდა სძლიოს სიტუაციას. ყარაბაღის კონფლიქტის ცხელ, ძალიან აქტიურ ფაზაში გადასვლა ეს არის კატასტროფა რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კონფლიქტოლოგის შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტა ყველას ინტერესშია და თუ მსხვილმა მოთამაშეებმა ძალიან მოინდომეს მათ შეუძლიათ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების პროცესი შეაჩერონ.

„მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი შეიძლება იყოს. ყველაზე უკეთესია ცეცხლის შეწყვეტა და გაყინვა იმ სტადიაში, რომელშიც ახლაა. ძალიან რთულია დადგინდეს, მაგალითად აზერბაიჯანის მხარისთვის ზუსტი ამოცანები. უნდათ მათ იმ 5 რაიონის დაბრუნება, რომელიც ყარაბაღის გარშემოა და დაკავებულია სომხური შენაერთების მიერ თუ ისინი ყარაბაღზე შეტევას აპირებენ, თუ მხოლოდ 5 რაიონის დაკავება სურთ?! ეს ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტას უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც ამ 5 რაიონს დაიკავებენ. იმისათვის, რომ აზერბაიჯანის ამბიცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და სათქმელი ჰქონდეს აზერბაიჯანის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას. თუ მათი ამოცანა ყარაბაღის დაკავებაა, ეს ნიშნავს იმ გზით წასვლას რაც ხდება სირიაში. სამწუხაროდ, სირიაში რეგიონალური თუ მსოფლიო პოლიტიკური მოთამაშეები არიან და თავისი ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. აქაც არის განსხვავება - აქ არის თურქეთი და რუსეთის ინტერესები, შეერთებული შტატების ინტერესები, სხვა რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები, მაგრამ ისეთი რადიკალიზმი, როგორიც სირიაშია ჯერჯერობით არ არის. ამიტომ მე მაინც ვთვლი, რომ თუ მსხვილმა მოთამაშეებმა ძალიან მოინდომეს მათ შეუძლიათ, რომ შეაჩერონ პროცესი. თუ მათ რიტორიკას დავეყრდნობით ევროპის რიტორიკა, რუსეთის რიტორიკა და აშშ-ის რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ამ რიტორიკებშიც არის განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ იმ შემთხვევაში თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა, რუსეთს უნდა, რომ თავისი სამშვიდობოები ჩააყენოს მთელ პერიმეტრზე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირირსპირების. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლობა კავკასიაში ერთიათად გაიზრდება. ეს არის რუსეთის ამოცანა - ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ ამ პირობით. დასავლეთს სხვა ამოცანები აქვს, მაგრამ ისინიც ცეცხლის შეწყვეტას ემხრობიან. ყველასთვის მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა, თუნდაც იმიტომ, რომ ენერგომატარებლების კორიდორი არ ჩაიკეტოს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. გუშინ სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, აზერბაჯანულმა მხარემ დაახლოებით, 1300 ჯარისკაცი, 95 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 შვეულმფრენი, 181 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 5 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 Smerch-ის ტიპისა და 3 TOS1A-ს ტიპის მძიმე საარტილერიო სისტემები დაკარგა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო