„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ხელვაჩაურის დიდ ნაწილს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

აჭარაში სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის დიდი ნაწილი დილით უკვე აღდგენილი იყო. ამ დროისათვის, ხელვაჩაურის დიდ ნაწილს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, დარჩენილია მხოლოდ სოფლების ახალშენისა და ქვედა ჯოჭოს ნაწილი, სადაც მეწყერმა ელექტროქსელი მთლიანად წაიღო.

„აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს, მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მასალები, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ქსელის გამართვა და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

ღამით აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში ძლიერმა წვიმამ დააზიანა მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. მოვარდნილმა მეწყერმა წაიღო დგარების ნაწილი. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკურმა ბრიგადებმა ღამითვე ოპერატიულად დაიწყეს აღდგენითი სამუშაოების წარმოება“,-აღნიშნავენ კომპანიაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა