ანა დოლიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, საუკეთესო გზა მისი საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებაა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, საუკეთესო გზა მისი საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებაა.

დოლიძის თქმით, დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების შემთხვევაში, მის ადმინისტრირებას ერთობლივად მოახდენს საქართველო და აზერბაიჯანი.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მაგალითები მსოფლიოში ბევრია.

“ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ქმედებები სისხლის სამართლებრივ ასპექტში. ეს ქმედებები არის მოკლევადიანი შედეგის მომტანი. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას სჭირდება წარმოადგინოს გრძელვადიანი და მდგრადი ხედვა, როგორ აპირებს დავით გარეჯით სარგებლობის განაწილებას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. ზუსტად ერთი წლის წინ, ხელისუფლებას შევთავაზე გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს წარადგინა მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ამ გეგმის მიხედვით, დავით გარეჯი შეიძლება გადაკეთდეს საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად, რომლის ადმინისტრირებას ერთობლივად მოვახდენთ ჩვენ და აზერბაიჯანი. ასეთი მიდგომით დავით გარეჯი შეიძლება გახდეს გლობალური მასშტაბის პროექტი, რომელიც იქნება მიმზიდველი კულტურული, ეკოლოგიური და ეკონომიკურ-ტურისტული თვალსაზრისით. ასეთი მაგალითები არის ბევრი, როდესაც ორი ქვეყანა ვერ თანხმდებოდა საზღვარზე და მათ გადაწყვიტეს, რომ შექმნან საერთაშორისო დონის დაცული ტერიტორიები.

ხელისუფლება შეიძლება რაღაც ნაბიჯებს დგამდეს დღეს, ვიღაცები მისცეს პასუხისგებაში, ჩაიხედოს კომისიის საქმიანობაში, მაგრამ ეს კეთდება ძირითადად სწორედ საარჩევნო მიზეზებით, საარჩევნოდ ქულების დასაწერად. ეს ყველაფერი გრძელვადიანად დავით გარეჯის თემას ვერ გადაწყვეტს.

აქედან შეიძლება გამოვიყვანოთ გლობალური მნიშვნელობის ტურისტული, ეკონომიკურ- ეკოლოგიური ცენტრი. თუ გახარიას უნდა, რომ მართლა გადაწყვიტოს ეს პრობლემა და უბრალოდ საარჩევნოდ ქულები არ ჩაიწეროს, რასაც ახლა ვხედავთ, ეს იდეა ერთი წელია დევს მაგიდაზე”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

იხილეთ ვიდეო: ანა დოლიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, საუკეთესო გზა მისი საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებაა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო