ამირან გამყრელიძე - არავითარი პანიკა არაა, რადგან მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების სახლში მართვა კარგად მიმდინარეობს

აჭარაში უკვე ოდნავ გამოჩნდა სტაბილიზაციის ელემენტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვა წარმატებით მიმდინარეობს და მსგავსი მექანიზმის გამოყენება შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ აჭარაში, არამედ ყველგან საჭირო იქნება.

„ ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ზრდის ტემპი ისეთი არაა , როგორიც გვქონდა პირველ დღეებში, ეს პოზიტივია. ამავედროს, უკვე არავითარი პანიკა არაა, რადგან მოსახლეობამ დაიჯერა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების სახლში მართვა კარგად მიმდინარეობს, პირველადი ჯანდაცვის ექიმები უვლიან ადამიანებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, ზრდა გვაქვს იმერეთში, განსაკუთრებით ქუთაისში და ასევე შემთხვევების ზრდა აღინიშნება თბილისში, ამიტომ მართვის და მოვლის ამ მექანიზმის გამოყენება დაგვჭირდება ყველგან. ეს არაა ახალი ველოსიპედი, გამოყენებულია ბევრ ქვეყანაში, სადაც შემთხვევების დიდი რაოდენობაა“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, მან აჭარის მოსახლეობას მიმართა, რომ რადგან აჭარაში სერიოზული გავრცელებაა, რეკომენდებულია პირბადის ღია სივრცეში ხმარება, თუმცა არგამოყენება დასჯადი არ იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო