ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება-არდაწესება, მხოლოდ თენგიზ ცერცვაძის და ეკატერინე ტიკარაძის გადასაწყვეტი არ არის, ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო

ვინ დაადასტურა თენგიზ ცერცვაძის სურვილი წასვლაზე? მე მქონდა საუბარი თენგიზ ცერცვაძესთან და დადასტურებულად არ ვიცი რომ მას ეს სურვილი ჰქონდა. გუშინაც ორჯერ ვესაუბრე და ვიცი, რომ ბატონი თენგიზი არძელებს მუშაობას, დღეს როგორც ვიცი ის ბათუმში უნდა იყოს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის სავარაუდო დატოვების შესახებ ინფორმაციას შეეხებოდა.

კითხვაზე, უნდოდა თუ არა თენგიზ ცერცვაძეს შეზღუდვების დაწესება, რაშიც ეკატერინე ტიკარაძე მას ეწინააღმდეგებოდა, გამყრელიძემ უპასუხა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს არა თენგიზ ცერცვაძე ან ეკატერინე ტიკარაძე, არამედ საკოორდინაციო საბჭო კონსესუსის საფუძველზე იღებს.

„თენგიზი არის უმაღლესი კლასის კლინიცისტი. ის ძირითადად მკურნალობს ადამიანებს. ყველა სამკურნალო პროტოკოლი, სამედიცინო დახმარების პროტოკოლი არის თენგიზის ჯგუფის შექმნილი. რაც შეეხება შეზღუდვების დაწესება- არდაწესებას, ეს არც მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძის გადასაწყვეტია, ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო კონსესუსის წესით. აქვე გეტყვით, რომ საქართველომ დღეს აირჩია მართვის ის პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს ყველა ცივილიზებულ ქვეყანას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა