სერგი კაპანაძე - დღეს, როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მაგარია, ამ დროს ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ჭაობში ეფლობა

სანამ ამ ორი ადამიანიდან, ერთი მეორეს უმტკიცებს, რომ ის არის უფრო მაგარი, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში, სწორედ ეს ჩანს კლიპში, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი სერგი კაპანაძე პარტიის კლიპს.

სერგი კაპანაძის თქმით, დღეს, როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო მაგარია, ხოლო ამ დროს ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ჭაობში ეფლობა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ კლიპით ნათლად ჩანს ეს რეალობა და „ევროპულ საქართველოს“ სწორედ ამის შეცვლა და ქვეყნის ჭაობიდან ამოსვლა სურს.

„ამ კლიპში ნაჩვენებია ის, რომ ორი ადამიანი, რომლებიც ცდილობენ ისე, რომ მხოლოდ ისინი არიან ამ პოლიტიკურ სპექტრში ალტერნატივები, რეალურად მათ ადარდებთ თავიანთი ძალაუფლება და არა ის, თუ როგორ მოაგვარონ ხალხის პრობლემები.

ამას ემსახურება ორივე მათგანის რიტორიკა, რომ საზოგადოება არის ორპოლუსიანი, ან ერთმა უნდა გაიმარჯვოს, ან მეორემ. ამ დროს რეალობა ის არის, რაც ჩვენს კლიპშია, რომ საქართველოს უჭირს მართლა და უნდა გამოვიდეს ამ ჭაობიდან და წინ უნდა წავიდეს. „ევროპული საქართველო“ სწორედ ამას აპირებს, რომ კონკრეტული ცვლილებების გეგმით წინ წაიყვანოს ქვეყანა და მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები.

ამიტომ, მესმის, რომ შეიძლება არ მოეწონოს ვიღაცას ეს კლიპი, მაგრამ რას იზავ, ზოგს შეიძლება მოსწონდეს კლიპი, ზოგს -არა, რეალობა არის ეს, რომ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სანამ ეს ორი ადამიანი ერთმანეთში კინკლაობს და ერთი მეორეს უმტკიცებს, რომ ის არის უფრო მაგარი, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში და ჩვენ გვინდა, რომ ამ ჭაობიდან გამოვიდეთ და წავიდეთ წინ,“ - განაცხადა კაპანაძემ.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა