ოთარ კახიძე - ბიძინა, ეს არის ჭაობი და უძრაობა, ხოლო მიშას სურს დაგვაბრუნოს წარსულში

როგორც სააკაშვილს, ისე ივანიშვილს სურს, რომ საზოგადოებას დაანახონ შავ-თეთრი რეალობა, რომ არჩევანი მხოლოდ მათ შორის არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ, პარტიის საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში არიან მოხსენიებული.

როგორც კახიძემ აღნიშნა, კლიპის მიზანია დაასრულოს ეს მოჯადოებული წრე და ქვეყანა არ დატოვოს არც დღევანდელ ჭაობში და არ დააბრუნოს არც წარსულში.

„ბიძინა, ეს არის ჭაობი და უძრაობა, ხოლო მიშას სურს დაგვაბრუნოს წარსულში. საქართველოს კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ევროპული კოალიცია, რომელშიც წამყვანი ძალა იქნება „ევროპული საქართველო“. ჩვენი კლიპის მიზანიც ეს არის, რომ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და მოვუტანოთ ქვეყანას ცვლილებები,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა