ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს თვითმმართველობის გაძლიერების საკუთარი ხედვა გააცნო

„ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს თვითმმართველობის გაძლიერების საკუთარი ხედვა გააცნო.

ხოშტარიას გეგმის მიხედვით, თბილისი 10 რაიონად უნდა დაიყოს, რომელთა გამგებლებს ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს.

როფორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ხედვის ორი მთავარი პრინციპი რაიონის გამგებლის და ადგილობრივი საბჭოს პირდაპირი წესით არჩევა და ფინანსური დამოუკიდებლობაა.

„განვიხილეთ თვითმმართველობის გაძლიერების საკითხი, მათ შორის თბილისში და ამას პირდაპირ გავლენა ექნება ვაკის რაიონზე. ორი მთავარი პრინციპია: პირველი -არჩევითობა, ვაკის რაიონის გამგებლის და საბჭოსი. მეორე არის ფინანსური დამოუკიდებლობა. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს იმ აუცილებლობას, რომ მმართველობა იყოს ორიენტირებული ხალხზე და არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. ასევე, ჰქონდეთ რესურსი, რომ ადგილზე გადაწყვიტონ პრობლემები“, - განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო: ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს თვითმმართველობის გაძლიერების საკუთარი ხედვა გააცნო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს