ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში ინფიცირების შემთხვევა მოსალოდნელია და სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილება სკოლის ხელმძღვანელობამ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მიიღოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირება არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ფაქტის დაფიქსირების შემდგომი სამოქმედო გეგმა სკოლის ადმინისტრაციამ ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მიიღოს. მისივე თქმით, სკოლებში მკაცრად უნდა იყოს დაცული ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული პროტოკოლი.

„სწავლა გუშინ დაიწყო, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მივიდნენ სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მოგეხსენებათ, განათლების გარეშე არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული ის წესები და ის პროტოკოლები, რაც შემუშავებულია. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იყოს ინფიცირების შემთხვევა, ამაზე იყო დღეს საუბარი, შესაბამისად, ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა იყოს სკოლის დახურვა, სართულის დახურვა თუ კლასის დახურვა, ეს უნდა იყოს მიღებული სკოლის ხელმძღვანელობისა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი განხილვის საფუძველზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა