ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის გამოსვლას ვუსმინე და ნამდვილად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ყველანი სხვაგან ვცხოვრობთ და ბატონი ივანიშვილი - სხვაგან

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია, რომელსაც არ სურს დაინახოს ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს საქართველოშია.

მან საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ როდესაც ხალხს შია, ერთჯერადი დახმარება ვერ გააბედნიერებს.

„გუშინ ყურადღებით ვუსმინე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას და ნამდვილად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო შეხვედრების განმავლობაში ვხვდები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ. ჩვენ ყველანი სხვაგან ვცხოვრობთ და ბატონი ივანიშვილი კი, სხვაგან. ეს რეალურადაც ასეა-ადამიანები, რომლებსაც მილიარდები აქვთ,სამწუხაროდ, აბსოლუტურად მოწყვეტილი არიან რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაში დამნაშავე ის გუნდია, რომელმაც ივანიშვილს ის ციფრები მიაწოდა და არ ცდილობს, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ინფორმაცია ჰქონდეს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმით, მან დაამოწმა ის ციფრები, რომელზეც გუშინ ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღო.

„ბატონო ბიძინა, უხერხული არ არის, რომ ადამიანს, რომელსაც 7 მილიარდი აქვს, 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ პენსიონერებს 6 დოლარით მოუმატა პენსია, ფასები რამდენით გაიზარდა, მგონი ამაზე ლაპარაკი არ არის. უმუშევრობა ციფრებში-12.2% იყო 2012 წელს და 12.3%-2020 წელს. ახალი გაანგარიშებით რეალურად არსებული უმუშევრობის დონე ჩემზე უკეთესად უნდა იცოდეს, როგორც პრემიერმა, ასევე ბიძინა ივანიშვილმა. ახალი საერთაშორისო სტანდარტებით, დღეს საქართველოში უმუშევრობა 40%-ია. ინვესტიციები 5-ჯერ ნაკლებია ლარის კურსის გათვალისწინებით, ვიდრე 2012 წელს იყო. ინფლაცია 2012 წელს 1.4% იყო, დღეს კი 4.8%-ია. რაზე ვლაპარაკობთ მართლა, სირცხვილი არ არის?! ხალხს რომ დღესაც შია და მაცივარი ცარიელი აქვს, არ ვიცით? არ იცით, არც გინდათ დაინახოთ და გგონიათ, რომ 50-100 ლარის საარჩევნო ხმაში გადახდით, ყველაფერს იყიდით. თუ მართლა ყველაფერს იყიდით და ეს ადამიანები მართლაც ბედნიერები იქნებიან ერთჯერადად 50 ლარის ხმაში მიღებით, მაშინ ალბათ, თქვენ უფრო სწორად იცნობთ საზოგადოებას, მაგრამ არ მგონია, ეს ასე იყოს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა