ნანა დევდარიანი - ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე - მივიღოთ შერწყმული „ნაციონალური“, „ევსაქოური“ და „ქართული ოცნების“ მთავრობა

„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, მივიღოთ შერწყმული „ნაციონალური“, „ევსაქოური“ და „ქართული ოცნების“ მთავრობა“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნანა დევდარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დევდარიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ყველანაირად დააწინაუროს „ნაციონალური მოძრაობა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან 3 ოქტომბერს, 17 :00 საათზე აქცია დაანონსა.

„თუ დაუკვირდებით, „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს მიაკუთვნოს “ნაციონალურ მოძრაობას” რეიტინგი 12%-იდან 18%-მდე, რაც არის აბსურდი. არ იცის მსოფლიო პოლიტიკის ისტორიამ ისეთი მოვლენა, როდესაც პარტიას ლიდერი არ ჰყავს, სახეები არ ჰყავს ან თუ ჰყავს, უარყოფითი და მას ჰქონდეს 12%-18% რეიტინგი. ეს არის ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობა, რომელზეც ჩვენ კარგახანია უკვე ვლაპარაკობთ“, - განაცხადა დევდარიანმა.

მისივე ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსმა“ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 1 200 000 ადამიანმა მიიღო.

„გამოკითხვის მიხედვით, “ქართული ოცნება”, რომელიც იძახის, რომ 60% აიღებს, მისი რეიტინგი 13%-ს არ ცდება. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, 3,2% ვერც ცდება მათი რეიტინგი, რაც შეეხება ბოკერიას ძალიან გაპიარებულ პარტიას, რაშიც ხელს უწყობს ხელისუფლება, მათი რეიტინგი 1%-საც ვერ აღწევს. ამის მიუხედავად “ქართული ოცნების” ლიდერშიპის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თურმე 100 დეპუტატი უნდა შეიყვანოს. ყველა მისი განცხადება არის მცდელობა იმისა, რომ წინასწარ გააყალბონ არჩევნები. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, გაიაზრონ ის საფრთხეები, რომლის წინაშეც რეალურად ვდგავართ. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, მივიღოთ შერწყმული „ნაციონალური“, „ევსაქოური“ და „ქართული ოცნების“ მთავრობა. მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობის უმეტესობას ნამდვილად არ აქვს ამისი სურვილი და ეს არ არის ჩვენი ხალხის დაკვეთა. ჩვენი ვალია დავამსხვრიოთ ეს ტყუილი და მას დავუპირისპიროთ სიმართლე იმიტომ, რომ სიმართლეზე დიდი ძალა არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ ჩვენი გუნდის ყველა წევრის სახელით, მოგვენდეთ ჩვენ, გააკეთეთ არჩევანი საკუთარი სამშობლოს და ხალხის სასარგებლოდ და დაუჯერეთ „პატრიოტებს“. ყველა ვისთვისაც მიუღებელია ასეთი მანიპულაციები და „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერწყმული მთავრობის წარმოშობა, ყველანი მობრძანდით 3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა