გიორგი ვაშაძე - მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი 99.6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას. ვაშაძემ მათ განცხადებებს უპასუხიმგებლო და ცინიკური უწოდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, „მატყუარების გუნდის“ მოღვაწეობა ხელისუფლებაში 31 ოქტომბერს დასრულდება და საზოგადოება რეალურ არჩევანს გააკეთებს.

„გუშინ, ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების პირდაპირი დაცინვა, როცა მილიონერების გუნდი გამოვიდა და გვითხრა, რომ ხალხნო, თქვენ ძალიან კარგად ცხოვრობთ! კრიმინალი ქვეყანაში არ არის და თუ სადმე სიღარიბე იგრძნობა, ესეც ჩვენი ბრალი არ არისო. თითქოს ხელისუფლებაში რვა წლის განმავლობაში ვიღაც სხვა იყო და არა ეს მილიონერების გუნდი. ეს არის კატასტროფული უპასუხისმგებლობა და ცინიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ პირადად ივანიშვილისა და მისი ე.წ. თანაგუნდელების მხრიდან, თუმცა მისი მარიონეტებისგან არაფერია გასაკვირი.

31 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ ან ეს მატყუარები დარჩებიან ხელისუფლებაში და კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავცვივდებით ან ჩვენ დავიწყებთ წინსვლასა და აღმშენებლობას. არჩევანი ძალიან მარტივია -მილიონერების გუნდი, რომელიც გამილიონერდა ივანიშვილთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ან საქმის მკეთებელთა გუნდი, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს აბსოლუტურად ყველამ, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ 31 ოქტომბერს,“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ოფიციალურად განთავსებულია სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით გაუარესებულია.

„40 000 სამუშაო ადგილი პანდემიამდე დავკარგეთ, 220 000 სამუშაო ადგილი სულ ახლხანს, ეკონომიკა ჩაგვივარდა და ახლა იგივე კოლაფსშია მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემა. ყოველდღურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და სანაცვლოდ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. "დამსხვრეული ოცნებების" პარტიას არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. ქვეყანაში კრიმინალი გაორმაგდა, ხოლო გახსნის მაჩვენებელი განახევრდა - 40%-ზე მეტი მკვლელობის საქმე გაუხსნელია. ამერიკის სანქცირებული ქვეყნების სიაში აღმოვჩნდით. 8.2% უკიდურესად გაჭირვებული და მშიერი ადამიანია ქვეყანაში. რეგიონში ანტირეკორდი მოვხსენით და 3-ჯერ უფრო მეტი მშიერი ადამიანია საქართველოში, ვიდრე სომხეთში. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად აღმოჩნდა, რომ სომხეთმა ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის მაჩვენებლით გადაგვისწრო. ლარის კურსი 2-ჯერ გაუფასურდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. უბრალოდ რამდენი არგუმენტი უნდა ჩამოვთვალოთ იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ქვეყნის რეალობას სრულიად მოწყვეტილნი, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ, ბევრი ფული აკეთონ. ფულის მკეთებელთა გუნდი ვიხილეთ გუშინ ძვირადღირებული პრეზენტაციითა და ადამიანებით, რომლებიც გვიმტიკიცებენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ვინც ფიქრობთ, რომ ძალიან კარგად ცხოვრობთ, კარგი შემოსავალი გაქვთ და ის ყველაფერი სიმართლეა, რასაც ისინი ამბობენ, კი ბატონო, მიეცით მათ ხმა და დარჩენილმა უმრავლესობამ, ვფიქრობ, კონკრეტული განაჩენი უნდა გამოუტანოს ამ ხალხს. საქართველოს მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი რაოდენობა - 99.6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ვაშაძე - მოსახლეობის 0.4% ყოველდღიურად მდიდრდება და მილიონერი ხდება, ხოლო დანარჩენი 99.6% უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა