დავით ბაქრაძე - არჩევნების დღე ეკუთვნის ხალხს, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ცვლილებები, უკეთესობა და წინსვლა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ბაღდათის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანიდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.

დავით ბაქრაძის თქმით, 31 ოქტომბერს აუცილებლად დამთავრდება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და დადგება ცვლილებების დრო.

„ერთ თვეში დადგება არჩევნების დღე და ეს არის ის ერთადერთი დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია გარდამტეხად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმ გაჭირვებას, ეკონომიკურ პრობლემებს, უიმედობას, კრიმინალს, კორუფციას, გაძვირებულ ცხოვრებასა და სიღარიბეს, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ, ეს დღე ეკუთვნის ხალხს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაში სურს ცვლილებები, უკეთესობა და წინსვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს და „ევროპული საქართველო“ არის სწორედ ის გუნდი, რომელიც მოდის კონკრეტული გეგმით, კონკრეტულად გააზრებული პროგრამით, თუ რა უნდა შეიცვალოს უახლოესი თვეების განმავლობაში. ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს თვეებში არჩევნებიდან წლის ბოლომდე, გაორმაგდეს პენსია და სოციალური დახმარებები, 1 წლის განმავლობაში შეიქმნას 100 000 ახალი სამუშაო ადგილი და შემცირდეს გადასახადები, გადაეცეს ხალხს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება და მეტი სიმდიდრე გადაეცეს ხალხს. ეს ყველაფერი შეცვლის ჩვენი ხალხის ცხოვრებას და ამ ცვლილებების დღე გახლავთ სწორედ 31 ოქტომბერი. ამიტომ, ვისაც აღარ სურს ასე ცხოვრება, 31 ოქტომბერს ხმა უნდა მისცეს გარდამტეხ ცვლილებებს და წინსვლას,“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგი წერეთლის თქმით კი, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოუტანოს როგორც ბაღდათს, ისე მთლიანად საქართველოს კეთილდღეობა და გარდამტეხი ცვლილებები.

„დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრა ბაღდათში, მოსახლეობასთან, ამ ძალიან ლამაზ კუთხეში. ვსაუბრობთ იმ აუცილებელ ცვლილებებზე, იმ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რომელიც, როგორც ბევრ სხვა რაიონში, აქაც არის. ადამიანებს სურთ ამ არჩევნების შემდეგ გააუმჯობესონ თავიანთი ყოფა, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, სამუშაო ადგილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენი გუნდის პროგრამაა.

მას შემდეგ, რაც გადასახადებს შევამცირებთ, რაც სასამართლო რეფორმას გავატარებთ და ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნით საქართველოში, ყოველი მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდება, ამიტომ, აუცილებელია ეს ცვლილებები, ამაზე ყველას აქვს საერთო აზრი და რაც არ უნდა ეცადოს დღეს ხელისუფლება რაღაც მეთოდებით, ამ ადამიანებს აზრი შეაცვლევინოს, ეს არ გამოვა, რადგან ყველას სურს დღევანდელი ვითარების შეცვლა და გარდამტეხი ცვლილებები მოტანა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა