რომან გოცირიძე - ქუჩაში გაიხედავ, ცაში აიხედავ თუ სმარტფონში ჩაიხედავ, ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არის გაკეთებული

"ქართულ ოცნებაში" იციან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის მათი მესაფლავე, ყელში ეჩხირებათ,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ საუბრობენ გამუდმებით წარსულზე "ქართული ოცნების" წევრები.

"ნაციონალური მოძრაობა" ყელში ეჩხირებათ, ქუჩაში გაიხედავ, ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშენებულია, ცაში აიხედავ, არც ერთი აეროპორტი არ იყო და ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ აშენებულია, სმარტფონში ჩაიხედავ, ერთ წამში გადასახადს გადარიცხავ, იმ დროს გაკეთებულია, ტექნოლოგიები გინდა, თუ სხვა. კრიმინალები რომ არ არიან და ქურდების შემოყვანას რომ ვერ ბედავენ, რადგან მთელი საზოგადეობა ამას აღშფოთებული ხვდება, ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებულია. წარმატების მაგალითი ვერ მოძებნეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეჯიბრონ. „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული საქმე არის ხატი მათ მიერ გაუკეთებელი საქმეებისა, იხრჩობიან ბოღმაში, „ქართულ ოცნებაში“ იციან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის მათი მესაფლავე,"- აცხადებს რომან გოცირიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო