ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას ბრალი წაუყენეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროში დაწვის გამო დაკავებულ ირაკლი ბებუას, ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს.

Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ე.წ. სამართალდამცავებმა RG-42 ტიპის ფრაგმენტული ხელყუმბარა ამოიღეს.

„ამ დროისთვის ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული სასჯელი - 30 დღიანი პატიმრობა“, - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ბებუას ე.წ. გამოძიება ე.წ. სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფას, დამამძიმებელ გარემოებებში სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების უკანონო შეძენას, გადაცემას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებასა და ტარებას ედავება.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს