კახაბერ კუჭავა - აბსოლუტურად რეალისტურია საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი 2024 წელს შეიტანოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის წინასაარჩევნო ინიციატივად გამოყენება რომ სდომებოდა, უფრო მოკლე ვადებს დაასახელებდა და იტყოდა, რომ „განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე მალე გავაკეთებთ“.

ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აბსოლუტურად რეალისტურია, რომ საქართველომ დარჩენილი რეფორმები მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაასრულოს და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი 2024 წელს შეიტანოს.

„გუშინ პროგრამის წარდგენის დროს ყველამ მოისმინა ალბათ, ის, რისი გაგონებაც დიდი ხანია სურდათ, ეს არის საქართველოს მზადყოფნა, რომ 2024 წელს ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ეს არის ძალიან ხმამაღალი და ამბიციური განცხადება, რის საფუძველსაც ის მიღწევები და განვლილი გზა გვაძლევს, რასაც რვა წელში მივაღწიეთ. შესრულების ანგრიში, ამბიციური გეგმა და რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ და ამან ნამდვილად მაღალი შეფასებები დაიმსახურა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, დარჩენილი რეფორმების განხორციელება იქნება ის მთავარი სამუშაო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ და მზად ვიყოთ, განაცხადი 2024 წელს შევიტანოთ. ამის შემდეგ ფაქტობრივად ფორმალობები დარჩება ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. ეს გეგმა არის საკმაოდ რეალური. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 2021 წლიდან სამოქმედო გეგმა იყოს ძალიან ამბიციური და დატვირთული იმ რეფორმებით, რომელზეც ევროკავშირი თვლის, რომ აუცილებელია საქართველომ დაასრულოს“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ სხვადასხვა სფეროში ფუნდამენტური რეფორმები გაატარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა