კახა კუჭავა - მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს, ძალადობა მიუღებელია

ძალიან რთულია ალბათ ზოგიერთისთვის გაუძლოს იმ პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომელსაც ვიღებთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან წინასაარჩევნოდ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კუჭავას თქმით, ძალადობა დაუშვებელია ვისი მხრიდანაც არ უნდა ჰქონდეს მას ადგილი.

"როგორ შეიძლება არ იყოს შემაშფოთებელი და ძალიან სამწუხარო რასაც ვხედავთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს, მიუღებელია ძალადობა და აუცილებლია არა მხოლოდ გამოძიება ჩატარდეს ეფექტიანად, არამედ აუცილებლად დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილე იყო და მოძალადე იყო ნებისმიერ ინციდენტში, მიუხედავად იმისა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს,"- განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ყველა ეს კონფლიქტი მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, რაც მოუთითებს იმაზე, რომ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი.

"ამას მოჰყვა შეხლა -შემოხლა და სამწუხაროდ, დაშავებული ადამიანებიც იყვნენ. თუმცა, იყო შემთხვევაც როცა გზაზე გადააყენეს პირდაპირ მანქანით და იმდენად უმოწყალოდ სცემეს, რომ სახის ძვლის მოტეხილობები აქვს ადამიანს და ოპერაციები ჩაუტარდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დაზარალებული ვინ იქნება, უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას. მართლაც რომ სამაგალითო ვართ და ყველას აქვს დიდი მოლოდინი, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული, თავისუფალი , ღია არჩევნები. აუციელებელია ჩვენ ეს შევინარჩუნოთ და კიდევ ერთხელ ვიყოთ სამაგალითო არა მხოლოდ რეგიონში,"- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისათვის, წინასაარჩევნოდ ძალადობის ფაქტებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მოუწოდა, თავიანთ ამომრჩევლებს მიაწვდინონ ხმა იმის შესახებ, რომ ძალადობა მიუღებელი და შეუწყნარებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა