„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთში ზეთის საწარმო შენდება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით და „შპს ჯოლიოსთან“ თანამშრომლობით, ფოთში საკვები ზეთის საწარმო შენდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებში სრულად დასრულდება. კომპანია სატესტო რეჟიმში დაიწყებს პროდუქტის ჩამოსხმას. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანია 40 ადამიანს დაასაქმებს.

„პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ბანკის მხარდაჭერით კი 5 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო, რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდება. საწარმო თვეში 3000 ტონა მზესუმზირის გადამუშავებას შეძლებს, რაც დაახლოებით 1 მლნ რაფინირებული ზეთის ბოთლის წარმოებას უტოლდება. გარდა ამისა, იგეგმება მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებული „მზესუმზირის შროტის“ რეალიზაცია, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შემოტანა უკრაინიდან მოხდება, ჩამოსხმული ზეთის რეალიზაცია კი საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში დისტრიბუციის სახით განხორციელდება. საწარმოში არსებული ყველა დანადგარი უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებას უზრუნველყოფს, მეტიც, კომპანიას უკვე შეტანილი აქვს განაცხადი ISO 22000-ზე, რაც სურსათის უვნებლობის მენეჯმენტს გულისხმობს.

„სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით ქვეყანაში კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო შენდება. ჩვენთვის დიდი პატივია გავუწიოთ პარტნიორობა ისეთ წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი და „შპს ჯოლიოს“ თანამშრომლობით ფოთში საკვები ზეთის საწარმო ნოემბრის თვიდან დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა, რომ წარმატებული კერძო სექტორი კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკის საწინდარია“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა