ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს უწესებს

ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბელარუსი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დაპირისპირებას. ჩვენ დიალოგისა და ურთიერთგაგების მომხრე ვართ. მაგრამ, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აუცილებლად ვუპასუხებთ არამეგობრულ ქმედებებს, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები,“- აცხადებენ ბელარუსის საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ ბელარუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული სავიზო სანქციების საპასუხოდ, ბელარუსი სანქციების საპასუხო სიას ამზადებს.

„დადგენილი ცივილიზებული დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად, ჩვენ ამ სიას არ გამოვაქვეყნებთ ”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათი მტკიცებით, თუკი ევროკავშირი სანქციებს კიდევ გაამკაცრებს, ამას ბელარუსის მხრიდან, შესაძლოა, კიდევ უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვეს, როგორიცაა ერთობლივი პროგრამებიდან და პროექტებიდან გასვლა და დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. სანქციების სიაში ბელარუსის 40-მდე ოფიციალური პირია შესული, რომლებსაც, ბლოკის განმარტებით, ბელარუსში არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი აქციების დარბევაზე ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

იხილეთ ვიდეო: ბელარუსი ევროკავშირს საპასუხო სანქციებს დაუწესებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა