ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის მეორე საჯარო განხილვა გაიმართა

„ევროკავშირის წყლის ინიციატივა - პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის მეორე საჯარო განხილვა გაიმართა.

ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა საქართველოში, ზურაბ ჯინჭარაძემ დაინტერესებულ მხარეებს ხრამი-დებედას მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები, პროექტის ჯგუფმა კი, საბოლოო შედეგები წარუდგინა.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც ხრამი-დებედას აუზის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში იქნა იდენტიფიცირებული. ექსპერტებმა, ასევე, იმსჯელეს ხრამი-დებედას აუზში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხსა და წყლის რესურსების არამდგრადი მოხმარების პრობლემებზე. პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში. საჯარო განხილვას პროექტის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები სააუზე მართვის გეგმის მომზადებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და რეგიონში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა