ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერზე - რაც გამახსენდა ეს არის ცნობილი - „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“

პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა ეს არის ცნობილი - „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“. "ნაციონალური მოძრაობა" არ ცვლის თავის დევიზს - იარონ იმ სვლით, როგორც მიდიოდნენ 9 წელი , - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებას.

მისი თქმით, სწორედ ამას გამოხატავს სიმბოლურად ის ფაქტი, რომ ცნობილი სიმღერის შემსრულებელი სიაში ჰყავთ ჩასმული.

„შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა ჯგუფთან გვაქვს ჩვენ საქმე, რამდენად არაფრის მომცემი უშინაარსო, უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავენ ისინი. რაც მთავარია, ძალადობა პროვოკაციები არის მათი მთავარი დღის წესრიგი. ეს სიის პირველი ნომერი გამოხატავს ზუსტად იმას, როგორც მართეს მათ ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, სურთ იგივე ხელწერით შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუვათ, თუმცა, ამას "ქართულმა ოცნებამ" ერთხელ 2012-ში და ამის შემდგომ არაერთგზის დაუსვა წერტილი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა