გია ვოლსკი - კიკაბიძეს აქვს უფლება, ჰქონდეს თავის მოსაზრება სააკაშვილის ანგელოზობასთან და ამ სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით

ვახტანგ კიკაბიძეს აქვს უფლება, ჰქონდეს თავის მოსაზრება სააკაშვილის ანგელოზობასთან დაკავშირებით და საერთოდ, ამ სისხლიანი რეჟიმის სადისტური მართვის პოზიტივებთან დაკავშირებით,- ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის წარდგენას.

"მე ვფიქრობ, თავისი შემოქმედებითი კარიერის პერიოდში იმდენად ბევრი სიკეთე დათესა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მას შეუნახა ის გადაცდომა, რასაც ჰქვია სადიზმის მხარდაჭერა.არ მგონია, რომ ღირსებას მატებს ბუბა კიკაბიძეს ესოდენ აქტიური გამოსვლა იმ რეჟიმის მხარდამჭერად, რომელიც ადამიანების უფლებების უხეშ დამრღვევად ხასიათდება, რომ აღარ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე და სხვა დარგებზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა