ანგელა მერკელი - მთიან ყარაბაღში ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს

ევროკავშირის ლიდერებმა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირება განიხილეს და ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში დღეს, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აუცილებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს,“- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მთიანი ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების ერთადერთი გზაა.

„ცეცხლის შეწყვეტა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ამ რთული პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დიალოგი დაიწყოს,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.

იხილეთ ვიდეო: ანგელა მერკელი - მთიან ყარაბაღში ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა