ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს "მაგისტრს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს "მაგისტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, შპს ''მაგისტრი '' გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპანიაში არსებული რესურსის გათვალისწინებით, დაასაქმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შპს ,,მაგისტრს“ მიაწოდებს ინფორმაციას, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, დასაქმების მსურველი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.

„მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და შპს ''მაგისტრის'' იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით გელბახიანმა მოაწერეს. მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს