სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველო - ევროკავშირის პარტნიორობის არსებული ფორმატის გაძლიერებაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრეზიდენტმა მინისტრთან რეგიონში შექმნილი ვითარება და შვედეთის, როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის როლზე როლზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2021 წელს ეუთოს თავმჯდომარის რანგში შვედეთის სამოქმედო პრიორიტებები იქნება: მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება და ქალთა საკითხები.

საუბრისას განიხილეს, როგორც ორმხრივი ასევე, მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

მხარეებმა ისაუბრეს შვედეთის როლის მნიშვნელობაზე საქართველო - ევროკავშირის პარტნიორობის პროცესში და განიხილეს საქართველოს მოლოდინები მომავალი წლის მარტში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმართ“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო - ევროკავშირის პარტნიორობის არსებული ფორმატი უნდა გაძლიერდეს, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

„მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და გამოთქვა რწმენა, რომ მომავალი არჩევნები უსაფრთხოდ, სამართლიანად, დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ