გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის სფეროში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივი ლაბორატორიების წარმომადგენლებს შეხვდა

ქვეყანაში რეალიზებადი ნავთობპროდუქტების ხარისხი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეხვედრის მთავარი სასაუბრო საკითხი იყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილსა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის სფეროში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივი ლაბორატორიების წარმომადგენლებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილეს საწვავის ხარისხის მოქმედ საკონტროლო ნორმებში, ახალი კომპონენტების დამატების შესაძლებლობის საკითხი. ასევე, აღინიშნა ლაბორატორიების მხრიდან საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესში სინჯების პასუხის ოპერატიულობის მნიშვნელობაზე. ასევე, საუბარი შეეხო, ცოტა ხნის წინ საწვავის ხარისხის შესაბამისობის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობას.

„საწვავის ხარისხს აქვს უდიდესი მნიშვნელობა გარემოზე ზემოქმედების კუთხით, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასთან და ქვეყნის ეკოსტრუქტურასთან. მისასალმებელია, რომ სამინისტროსთან ჩამოყალიბდა თანამშრომლობის უაღრესად კონსტრუქციული ფორმატი. დღევანდელი შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ყველა მონაწილე მხარისათვის. დარწმუნებული ვარ, სამინისტროსა და ლაბორატორიების წარმომადგენლებს შორის გამართული პირდაპირი დიალოგი არის სწორი გზა სამომავლო სტანდარტებისა და პრინციპების ჩამოსაყალიბებლად“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა შავლეგ მიშველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა