დავით ბაქრაძე - მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანაგრძნობა გამოვუცხადო ხელვაჩაურში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ზედა ჯოჭოში იმყოფებოდა, სადაც ძლიერ სტიქიასა და მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა.

დავით ბაქრაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა. მისი თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია და მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება, რათა ტრაგედია სოფელში და სხვა სახლებში აღარ განმეორდეს.

„ძალიან მძიმე ტრაგედია დაატრიალა სტიქიამ გუშინ ამ სოფელში, 5 ადამიანი არის ამ სოფელში დაღუპული მეწყერის შედეგად და ახლაც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და ეძებენ ადამიანებს. მაშველები მუშაობენ, ეძებენ ადამიანებს. ახლა, ამ ეტაპზე მთავარია, რომ ვუზრუნველყოთ ადამიანების უსაფრთხოება, რომ ასეთი რამ სოფელში და რომელიმე სხვა სახლში აღარ განმეორდეს და აღარ დატრიალდეს ასეთი ტრაგედია.

მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს, ძალიან მძიმე ტრაგედიაა. უნდა მივხედოთ ახლა ადამიანებს, მათ, ვინც გადაურჩა ამ სტიქიას, რათა იგრძნონ ყურადღება და არ დარჩნენ ბედის ანაბარა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა