ჯო ბაიდენი - ვლოცულობთ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ჯილი და მე პრეზიდენტ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანიას, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გავაგრძელებთ ლოცვას პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი კარანტინში იმყოფებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს