გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - გარდაცვლილის დედა საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის მიმართ სასამართლოს მკაცრი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, შაქარაშვილის დედის, თამუნა შალვაშვილის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილი, საკმაოდ ემოციურია.

როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, შალვაშვილმა წერილში ბრალდებულებთან დაკავშირებით მისი პოზიციაც დააფიქსირა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გააჟღერა, რომ მიღებული იყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც ქალბატონი გამოხატავდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე იყო წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება. მისთვის მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს სცოდნოდა პოზიცია და ქალბატონ თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე - 6 არასრულწლოვნის მიმართ მათთვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფიქსირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა და სასამართლოსთვის ასეთ მოცემულობაში ჩვენების მიცემა. ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც ისაუბრა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, რომელიც უშუალოდ მის მიერ იყო განხორციელებული. ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა ბრალდებულების სატელეფონო ნომრების დეტალური ინფორმაცია, ეს არის შემავალ-გამავალი ზარები, რომლითაც დადასტურდა თითოეული პირის მოქმედება, მათი გადაადგილება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წარდგენილი ბრალი საფუძვლიანია და მოლოდინი გვაქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი ბრალდების მხარეს ჰყავდა. თუმცა, შალვაშვილის წერილის შემდეგ, ის პროკურატურამ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა. შემდეგი სასამართლო 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო