ირაკლი აბესაძე - ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც პრობლემების მოგვარებას უნდა ხმარდებოდეს, ბიუროკრატების ფუფუნებას ხმარდება

„ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე, გამოცხადებულ ტენდერს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მთავრობამ სხვადასხვა უწყებისთვის 325 ავტომობილი უნდა შეიძინოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ავტომობილები განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, გარემოს დაცვის სამინისტოსთვის და სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოსთვის.

ირაკლი აბესაძის თქმით, თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა ადამიანების მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას, ხმარდება ახალი მანქანების შეძენას, ოფისების მოწყობასა და პარტიული აქტივისტების სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებას.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ გეგმა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯის 2 მილიარდი ლარით შემცირებას გულისხმობს, დაუსვამს წერტილს მფლანგველობას და მოსახლეობის პრობლემებისადმი უპასუხისმგებლობას.

„ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც უნდა ხმარდებოდეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას, ხმარდება ახალი მანქანების შეძენას, ახალი ოფისების მოწყობას, ახალი რბილი ავეჯის შეძენას, პრემიებს, დანამატებს, პარტიული აქტივისტების დასაქმებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და ეს არის ის, რაც უნდა შეიცავლოს მოახლოებულ არჩევნებზე. „ევროპული საქართველოს“ გეგმით, 2 მილიარდ ლარამდე შეიძლება დაიზოგოს ბიუჯეტში სწორედ ასეთ, გაუმართლებელ ფინანსურ ხარჯებზე, ასევე სხვადასვხა ტიპის პროგრამებზე და სწორედ ამ რაოდენობის თანხა შეიძლება მოხმარდეს ეკონომიკის განვითარებას, გადასახადების შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ფლანგველობას და უპასუხისმგებლობას მოსახლეობის პრობლემებისადმი, სწორედ წერტილი უნდა დავუსვათ არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა