არჩილ თალაკვაძე - ჩვენი შედარება „ნაციონალურ მოძრაობას“ რითი ვჯობივართ, საერთოდ არ არის ჩვენი ფიქრის საგანი, ის არ არის ჩვენი მთავარი კონკურენტი

რჩება არაერთი გამოწვევა. რაც ყველაზე მთავარია, რჩება არაერთი ოჯახი, სიღარიბესთან პირისპირ და ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმარებით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი კონკურენტი არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ქვეყანაში არსებული გამოწვევებია.

„ჩვენი მთავარი კონკურენტი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენი შედარება „ნაციონალურ მოძრაობას“ რითი ვჯობივართ, საერთოდ არ არის ჩვენი ფიქრის საგანი. ჩვენი ოპონენტი და ჩვენი კონკურენტი არის ის საკითხები, პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც დღეს რჩება ქვეყანაში როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების საჭიროება. საგარეო პოლიტიკაში ეს არის ნატო-ში გაწევრიანება, ევროკავშირთან დაახლოება და საბოლოოდ, მასში გაწევრიანება, რეგიონშიც არის უამრავი პრობლემა, გამოწვევები, არის კიბერსაფრთხე, არის დეზინფორმაცია, სერიოზული საინფორმაციო ომი, არის ენერგეტიკული საკითხები, სადაც ყველა მიმართულებით საქართველომ პოზიციები გაიძლიერა. მე შემიძლია გესაუბროთ ენერგეტიკაზე, ეკონომიკაზე, სადაც ექსპორტი გავზარდეთ ევროკავშირში, შემიძლია გესაუბროთ დემოკრატიაზე, საქართველო ძლიერდება, მაგრამ რჩება არაერთი გამოწვევა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ გამოწვევებზე საუბრისას სასამართლოს ნდობისადმი დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „სრულყოფილი სასამართლო ევროპაში არცერთ ქვეყანას არ აქვს, მაგრამ დღეს ჩვენი სასამართლო არის ბევრად უფრო სამართლიანი და მოქალაქეები სამართალს საკუთარ ქვეყანაში პოულობენ ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“.

მისივე თქმით, ქვეყანაში სასამართლო სისტემის განვითარება სწორი მიმართულებით მიდის.

„საქართველოს სასამართლო სისტემა არის მე-18-ე ადგილზე ევროპის 20 ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილ სასამართლო სისტემას შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, სასამართლო სისტემის განვითარება მიდის სწორი მიმართულებით, ჩვენ ამ რეფორმებს განვაგრძობთ, ჩვენ არ გვითქვამს, რომ დასმულია წერტილი და ეს სამუშაო დასრულებულია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროკურატურის და სასამართლო სისტემის წინაშე ახალი გამოწვევებია და ის პრობლემები, რაც 2012 წელს იყო, აღარ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა