არჩილ თალაკვაძე  ივანიშვილის გამოსვლაზე - სააკაშვილის მთავარი ოპონენტი მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულია  - თუ გვინდა პროგრესი შევაფასოთ, რაღაცას უნდა შევადაროთ

„ნაციონალურ მოძრაობას" თავისი წარსულის რცხვენია, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს წარსული წაიშალოს, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ დაუთმო ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე დიდი დრო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილზე საუბარს, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მუშაობის პროგრესის შესაფასებლად „რაღაცასთან შედარებაა“ საჭირო.

„ნაციონალურ მოძრაობას" თავისი წარსულის რცხვენია. მიხეილ სააკაშვილის მთავარი ოპონენტი მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულია, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს წარსული იყოს დავიწყებული და წაშლილი.

თუ ჩვენ გვინდა პროგრესი შევაფასოთ, ეს რაღაცას უნდა შევადაროთ, ერთი მხრივ, რა გვქონდა და რა გვაქვს დღეს, ასევე სად გვინდა მივიდეთ და სად ვდგავართ.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ეს შესანიშნავად, ამომწურავად და გულწრფელად გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე გადასცა სიტყვა ახალგაზრდა გუნდს, ჩვენ ყველა სფეროში გაკეთებულ და სამომავლო საქმეებზე ვისაუბრეთ. მე არ მიკვირს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იმას უსმენდა მხოლოდ, რაც მათ არ მოსწონთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: არჩილ თალაკვაძე ივანიშვილის გამოსვლაზე - სააკაშვილის მთავარი ოპონენტი მისი და "ნაციონალური მოძრაობის" წარსულია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა