არჩილ თალაკვაძე - ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი აღარ არის - „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პარტიაა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, დღეს ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი აღარ არის.

ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუდმივად აპელირებით ორპოლუსიანობის იმიჯის შექმნას ცდილობს.

თალაკვაძის თქმით, იდეოლოგიურადაც და პოლიტიკური კაპიტალითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პარტიაა.

„დღეს ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანი აღარ არის. ზუსტად ამიტომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ გაღიზიანებული. მათ დაკარგეს ის მოჩვენებითი იმიჯი, რაც ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, ჩემი აზრით, არის იდეოლოგიურად და პოლიტიკური კაპიტალით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პარტია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რჩებათ ქვეყანაში მხარდამჭერები და ესეც არის დემოკრატიის ნაწილი, რომ ამ მხარდამჭერებს აქვთ უფლება აირჩიონ ის, ვინც სურთ. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, არის მილევად რეჟიმში და ჩვენ არ გვაინტერესებს მათთან შედარება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს